კავკასიის მედიცინის ცენტრის რევმატოლოგიის ცენტრში ძვალსახსროვანი და სისტემური დაავადებების მკურნალობა უახლესი მიდგომით ხორციელდება:

 

  •  ოსტეოართრიტი (ნებისმიერი სახსრის ცვეთით გამოწვეული პათოლოგია, რომელიც ხალხში “მარილების” სახით არის ცნობილი)
  • რევმატოიდული ართრიტი
  • სისტემური წითელი მგლურა
  • პოდაგრული ართრიტი და მისი სხვადასხვა ფორმა
  • სისტემური სკლეროზი
  • დერმატომიოზიტი
  • გაურკვეველი შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებები
  • აუტოიმუნური პროცესები
  • სხვადასხვა ფორმის ვასკულიტები (სისხლძარღვების ანთება)

 

ცენტრში ხელმისაწვდომია შემდეგი მომსახურებები: 

 

  • მაღალკვალიფიციური რევმატოლოგის კონსულტაცია
  • ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების სრული სპექტრი
  • სახსარშიდა ინექციები
  • ბიოფსიური მასალის აღება

 

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მოგვმართოთ?

 

  • ნებისმიერი სახსრის ტკივილი, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც ტკივილი ტრამვას არ უკავშირდება და თითქოს გაურკვეველი მიზეზით არის გამოწვეული;
  • სახსრების ტკივილი, რომელიც არის გახანგრძლივებული და კონვენციურ მკურნალობას არ ექვემდებარება;
  • ზოგადი საერთო სისუსტე სახსრებისა და კუნთების ტკივილით;
  • სახსრების ტკივილი, რომელიც ასოცირებულია კანის სხვადასხვა ფორმის გამონაყართან.

 

პრევენციული ჯანმრთელობის რჩევები:

 

სახსრების ტკივილის ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმკურნალობისა და ტკივილ გამაყუჩებელი მედიკამენტების მიღების ნაცვლად, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ ექიმს, რათა დაავადების დიაგნოსტირება მარტივად მოხდეს.

გაიცანით ჩვენი ექიმები

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში