გულ-სისხლძარღვთა ცენტრი

გულ-სისხლძარღვთა ცენტრი

კავკასიის მედიცინის ცენტრში გეგმიური და გადაუდებელი კარდიოლოგიური, არითმოლოგიური და კარდიოქირურგიული სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრით სარგებლობაა შესაძლებელი. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს კარდიოინტენსიური ბლოკი და კარდიოქირურგიული განყოფილება, სადაც პაციენტების მკურნალობას ახორციელებს მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული გუნდი.

 

ჰოსპიტალში 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია ყველა დიაგნოსტიკური საშუალება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტების სწორი მართვის პროცესში. ტარდება როგორც ტრანსთორაკალური, ასევე ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია, ჰოლტერ-მონიტორირება. ფუნქციური დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია დატვირთვის ტესტი და სტრეს-ექო, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ჰოსპიტალი პაციენტებს CT კორონაროგრაფიას სთავაზობს -  640 შრიანი კტ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გულის მკვებავი სისხლძარღვების ანუ კორონარული არტერიების შეფასება კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით. გულის ცენტრი წარმოდგენილია 23 საწოლიანი ფონდით, სადაც შესაძლებელია 24/7- ზე მწვავე-გადაუდებელი სერვისების მართვა.

კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს  სრულ გეგმიურ და გადაუდებელ  კარდიოლოგიურ, არითმოლოგიურ და კარდიოქირურგიულ მომსახურებას 

 

პაციენტების სრულყოფილი და ეფექტური მართვისთვის კარდიოლოგიის სამსახურში, 24/7 - ზე რეჟიმში, ხელმისაწვდომია შემდეგი გამოკვლევის მეთოდები:

 

  • ტრანსთორაკალური და ტრანსეზოფაგური  ექოკარდიოგრაფია;
  • ჰოლტერის მონიტორინგი (24სთ, 48სთ) 
  • ფუნქციური ტესტები: დატვირთვის სტრეს-ტესტი, სტრეს - ექოკარდიოკრაფია  - წარმოადგენს კორონარული დაავადებების დროულად გამოვლენის თანამედროვე სტანდარტის კვლევას;
  • ამასთან, ამბულატორიულ მომსახურებაში დაინერგა CT კორონაროგრაფია (კორონაროგრაფია კომპიუტერული ტომოგრაფიით) - 640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გულის მკვებავი სისხლძარღვების, ანუ კორონარული არტერიების შეფასება.

 

დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე გუნდი, საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების მიხედვით, ყველა საჭირო პროფილის ექიმის ჩართულობით, უზრუნველყოფს ნებისმიერი კარდიოლოგიური პათოლოგიის მართვას:

 

  • კორონარული არტერიების დაავადება;
  • გულის უკმარისობა;
  • გულის სარქვლოვანი დაავადებები;
  • არითმიები;
  • ჰიპერტენზია;
  • კარდიომიოპათია;
  • გულის თანდაყოლილი დაავადებები;
  • პერიკარდიუმის (გულის პერანგი) დაავადებები;
  • სისხლძარღვთა დაავადებები;
  • ქოლესტერინისა და ლიპიდური ცვლის დარღვევები.

 

დაავადების განვითარების თავიდან აცილების ან ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, სასურველია პრევენციული შემოწმება, მამაკაცებისთვის 40 წლის ასაკიდან, ქალბატონებისთვის - 50, ხოლო შემოწმების პერიოდულობას განსაზღვრავს ექიმი, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. 

 

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ იმ სიმპტომების შესახებ, რომლის არსებობის შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ ექიმს:

 

  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • გაძლიერებული ან გახშირებული გულისცემა, გულის „ამოვარდნის“ შეგრძნება; 
  • არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) არსებობა;
  • ასევე  დაბალი არტერიული წნევის ეპიზოდები და პულსის დაბალი მაჩვენებლები;
  • სუნთქვის გაძნელება და ქოშინი;
  • ადრე გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • გონების დაკარგვის ეპიზოდი (კარდიოლოგიური მიზეზების გამორიცხვის მიზნით)

 

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკის მნიშვნელოვნად შემცირებისთვის კი საჭიროა:

 

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა;
  • თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა;
  • სისხლში გლუკოზისა და ლიპიდური ცვლის აქტიური კონტროლი;
  • წონის კონტროლი და ა.შ.

კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოქირურგიის მიმართულება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად ითვლება, რაც მაღალკვალიფიციური პერსონალისა და უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის განპირობებული. 



მიმართულებას ხელმძღვანელობს საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სულხან ლომინაძე. ჰოსპიტალში 24/7-ზეა შესაძლებელი როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო კარდიოინტერვენციული და კარდიოქირურგიული სერვისების მიღება. 



კავკასიის მედიცინის ცენტრში ხორციელდება ისეთი კარდიოქირურგიული ჩარევები, როგორიცაა: 

 

  • კორონარული შუნტირება
  • გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ქირურგია
  • ოპერაციები სარქველებზე, მათ შორის მინი ინვაზიური მიდგომით
  • კორონარული შუნტირება
  • გულისა და შუასაყრის სიმსივნეების ქირურგია
  • აორტის ქირურგია
  • ენდოვასკულარული ქირურგია
  • პერიფერიული არტერიების ქირურგია
  • ვენური სისტემის ქირურგია
  • რითმის ქირურგია

კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთ - ერთი წამყვანი ჰოსპიტალია საქართველოში, რომელიც ინტერვენციული კარდიოლოგიის თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფს პაციენტების უსაფრთო და ეფექტურ მკურნალობას. კლინიკის კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, წარმატებით ხორციელდება მინი ინვაზიური პროცედურები კარდიოვასკულური პათოლოგიების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიზნით.

 

კათეტერიზაციის ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალით, აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ - ტექნიკური ბაზით და გვთავაზობს შემდეგი დაავადებების მკურნალობას:

 

  • კორონარული არტერიების დაავადება;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი - მწვავე დაავადება, რომლის დროსაც, კორონარული სისხლის მიმოქცევის ნაწილობრივი ან სრული უკმარისობის შედეგად, ვითარდება გულის კუნთის შეუქცევადი დაზიანება;
  • გულის სარქვლოვანი დაავადებები;
  • პერიფერიული არტერიების დაავადება;
  • კარდიოგენური შოკი და ა.შ

 

დეპარტამენტში წარმატებით ხორციელდება შემდეგი მინი ინვაზიური ჩარევები:

 

  • კორონაროგრაფია - გულის მკვებავი, გვირგვინოვანი (კორონარული) არტერიების შეფასების ზუსტი მეთოდი;
  • კორონაროპლასტიკა და სტენტირება - კორონარული არტერიების შევიწროებული სეგმენტის გაფართოება და სისხლის ნაკადის აღდგენა სპეციალური სტენტის საშუალებით; 
  • ვენტრიკულოგრაფია - გულის პარკუჭების ვიზუალიზაცია, რაც უზრუნველყოფს გულის მუშაობის დეტალურ ანალიზს.

კავკასიის მედიცინის ცენტრის არითმოლოგიური სამსახური უახლესი თაობის გენერაციის ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც მსოფლიოს თანამედროვე არითმოლოგიაში არსებული ყველა ტიპის ოპერაციის და პროცედურის ჩატარების საშუალებას იძლევა, რაც მოიცავს ყველა სახის ანტიარითმიული მოწყობილობის იმპლანტაციას, არითმიის კერების რადიოსიხშირულ და კრიო აბლაციას გულის 3D რეკონსტრუქციის გამოყენებით.

 

არითმიების მკურნალობისთვის გამოყენებული აპარატურა შესაძლებელს ხდის მოვახდინოთ არითმოგენული კერის იდენტიფიცირება უაღრესად მაღალი სიზუსტით (1-2 მმ), მკურნალობის მაქსიმალური ეფექტურობისთვის. 

 

მკურნალობის ტაქტიკის მაღალი ეფექტურობა განპირობებულია პაციენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომით და გამოცდილი, მძლავრი სამედიცინო გუნდით. 

 

არითმოლოგიურ სამსახურში ხელმისაწვდომია სამედიცინო კონსულტაცია შემდეგი  სახის რითმისა და გამტარებლობის მქონე დარღვევის პაციენტებისთვის: 

 

  • ბრადიარითმიები ანუ არითმიები, რომლებიც იწვევენ გულისცემის შენელებას;
  • ტაქიარითმიები, ანუ ის არითმიები რომლებისთვისაც დამახასიათებელია აჩქარებული გულისცემა.

 

არითმიების დიაგნოსტირების და მკურნალობის მიზნით ცენტრში ტარდება შემდეგი სახის პროცედურები: 

 

დიაგნოსტიკური პროცედურები:

 

  • ელექტროკარდიოგრამა.
  • 24 და 48სთ-იანი ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორინგი (3 და 12 არხიანი ჰოლტერი).
  • ელექტროფიზიოლოგიური კვლევა.

 

ოპერაციული მკურნალობა:

 

  • გულის მუდმივი ერთ და ორკამერიანი პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) იმპლანტაცია ბრადიკარდიების მკურნალობისთვის.
  • ერთ და ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი ტაქიკარდიების არსებობის შემთხვევაში ან უეცარი არითმოგენული სიკვდილის პრევენციის მიზნით. 
  • გულის რესინქრონიზატორის და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია გამოიყენება გულის გამოხატული უკმარისობის და თანდართული იმპულსის გამტარებლობის მკვეთრი დარღვევების დროს.
  • არითმოგენური კერების  კათეტერული რადიოსიხშირული აბლაცია და რთული არითმიების შემთხვევაში მაღალტექნოლოგიური კათეტერული რადიოსიხშირული აბლაცია გულის 3D რეკონსტრუქციის გამოყენებით პარკუჭზედა და პარკუჭოვანი ტაქიკარდიების მკურნალობისთვის.
  • ბალონური კრიოაბლაცია წინაგულების ფიბრილაციის დროს.

 

წინასაოპერაციო კვლევები გვეხმარება დავსვათ ზუსტი დიაგნოზი და ამის საფუძველზე პაციენტს ინდივიდუალურად შევურჩიოთ მკურნალობის შესაბამისი მეთოდი.

 

არითმიებისთვის ყველაზე ხშირად დამახასიათებელი სიმპტომებია:

 

  • გულის ამოვარდნები;
  • არარეგულარული გულისცემა;
  • შენელებული გულისცემა;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • თავბრუსხვევა, იშვიათ შემთხვევაში გონების კარგვა.

 

მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ რამდენად ხშირად იჩენს თავს ესა თუ ის  სიმპტომები, მაგალითად: თუ გულის იშვიათი ამოვარდნები (რამოდენიმეჯერ დღე-ღამის განმავლობაში) არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას, გულის ხშირი ამოვარდნების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მივმართოთ ექიმს გამომწვევი მიზეზის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის. ამავე დროს, აჩქარებული გულისცემის ერთი შეტევაც კი საყურადღებოა. ასევე უაღრესად საყურდღებოა ძლიერი თავბრუსხვევის და გონების კარგვის ეპიზოდების არსებობა. ასეთ შემთხვევაში დაუყოცნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.

 

ზოგ შემთხვევაში  არითმიები უსიმპტომო მიმდინარეობითაც ხასიათდება, სწორედ ამიტომ რეკომენდებულია სკრინინგი (ანუ პერიოდული გამოკვლევა), მამაკაცების შემთხვევაში 40 წლის ასაკის ზევით, ხოლო ქალებში - მენოპაუზის შემდგომ. 

 

დაავადების დროული გამოვლინება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა დაუყოვნებლივ დავიწყოთ მკურნალობა, რაც საგრძნობლად ზრდის ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობას.

სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, ცენტრის ბაზაზე ხორციელდება ნებისმიერი სისხლძარღვოვანი პათოლოგიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მიდგომით.

 

ჰოსპიტალს გააჩნია მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სადაც პაციენტებს 24სთ-ის განმავლობაში შეუძლიათ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება, ტრადიციულ ქირურგიულ ოპერაციებთან ერთად, ხელმისაწვდომია მსოფლიოში ადაპტირებული მინიინვაზიური (უსისხლი, ნაკლებადტრავმული) მანიპულაციები.


 
უკანასკნელ წლებში სისხლძარღვთა ქირურგიაში ჰიბრიდული ოპერაციები კიდევ უფრო აქტუალური და ეფექტური გახდა. ჰოსპიტალში არსებული ჰიბრიდული საოპერაციო საშუალებას იძლევა ჩატარდეს მაღალი დონის კომბინირებული (ჰიბრიდული) ოპერაციები. ჰოსპიტალი აღჭურვილია ერთჯერადი, იშვიათი სახარჯი მასალით და თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით, რაც შესაძლებელს ხდის ოპერაციების სწრაფ დაგეგმარებასა და გაზომვითი მონაცემების სიზუსტეს.

 


მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანების (აორტის ანევრიზმა, განშრევება) სწრაფი დიაგნოსტიკა და ეფექტური მკურნალობა ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.


ჰოსპიტალში წარმატებით ხორციელდება დიაბეტური ტერფის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ტარდება სისხლძარღვების დეტალური გამოკვლევა და გამოიყენება მკურნალობის მულტიდისციპლინური მიდგომა. 



ჰოსპიტალი პაციენტებს სთავაზობს ვენების ვარიკოზული დაავადებების თანამედროვე, კოსმეტიკური, უსისხლო მეთოდით მკურნალობას, როგორიცაა: ვარიკოზული ვენების რადიოაბლაცია, მინი ფლებექტომია, ვენური კაპილარების სკლეროტერაპია. 

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში